იუსტიციის სახლს უცხოური დელეგაციები ესტუმრნენ

თარიღი: 15 ივნისი 2012

15 ივნისს, რუსთავის იუსტიციის სახლი ნატოში ლიტვის ელჩმა დაათვალიერა. კესტუტის იანკაუსკასი საქართველოში სახელმწიფო მომსახურების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და  იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნო. სპეციალურად საპატიო სტუმრისათვის მოეწყო ტური იუსტიციის სახლში,  რომლის ფარგლებშიც  ნატოში ლიტვის წარმომადგენელს  შესაძლებლობა მიეცა, დაკვირვებოდა სერვისცენტრის ფუნქციონირების სპეციფიკასა და მომსახურების სტანდარტებს.


პროკურატურის ინიციატივით, მდინარე იორზე ჯომარდობა გაიმართა

თარიღი: 15 ივნისი 2012

საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, მდინარე იორზე ჯომარდობა გაიმართა. სპორტულ ასპარეზობაში მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორებსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებთან ერთად თიანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჯომარდობისათვის საჭირო ეკიპირება ასპარეზობის მონაწილეებისათვიის საგანგებოდ დამზადდა. შეჯიბრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონაილი გაიმართა - საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. ჯომარდობის ყველა მონაწილემ კი სპეციალური დიპლომები მიიღო.


პასპორტებისა და ID ბარათის მიღება სამოქალაქო რეესტრში გამოუცხადებლადაც არის შესაძლებელი

თარიღი: 15 ივნისი 2012

პასპორტებისა და აიდი ბარათების მიღება იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში გამოუცხადებლადაც არის შესაძლებელი.


კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
         
3 4 9
13
17
24 27 30

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები