საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი არის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული სერვისების მიწოდებას, პასუხს აგებს მონაცემთა გაცვლის უწყვეტობაზე და მათ უსაფრთხოებაზე.
დეპარტამენტი შედგება ორი, ტექნიკური დახმარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის და კავშირგაბმულობის სამმართველოებისაგან, რომლებიც შესაბამისად პასუხისმგებლები არიან არსებული სერვისების მხარდაჭერაზე და ახალი მომსახურების დანერგვაზე.


















