საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გრძელდება გამოძიება ნიკოლოზ კვეზერელის საქმეზე. 2010 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია ნილოლოზ კვეზერელის დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთი აქტიური წევრი - ამხანაგობა "ბარნოვი-2"-ის ხელმძღვანელი ნანა ესაკია.
თაღლითურად თანხის გამოძალვის ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, მოქალაქე ბესარიონ მარტირუზოვი დააკავა, რომელმაც მოტყუებით, მსჯავრდებულის მეუღლეს, ნატო ხიჯაკაძეს 4000 ლარი გამოსძალა. გამოძიებით გაირკვა, რომ 2010 წლის მარტიდან, თანხის მიღების შემდეგ, ბესარიონ მარტირუზოვი ნატო ხიჯაკაძეს ნაცნობი მაღალი თანამდებობის პირის დახმარებით, მის მეუღლეს ამირან ბერაძეს, უახლოეს მომავალში შეწყალებით გაათავისფულებას ჰპირდებოდა.
2010 წლის 24 ივლისს იუსტიციის სამინისტროში საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა გასაუბრება ჩატარდა. გასაუბრება შერჩევის მესამე ეტაპია. სტაჟიორობის კანდიდატებმა კონკურსის ორი ეტაპი: ზოგადი უნარებისა და პროფესიული ტესტირება უკვე გაიარეს.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სოფელ ტაშისკარის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება მოეწყო პროკურატურამ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრად პლაზმური ტელევიზორი, სასკოლო ნივთები და ჰიგიენის საშუალებები გადასცა. თავშესაფარში ორმოცდაათამდე აღსაზრდელი ცხოვრობს, მათი ასაკი 14 დან 18 წლამდეა.
მთავარ პროკურატურაში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით დაიწყო პროკურორთა ტრეინინგი სასამართლო უნარ-ჩვევებში. ტრეინინგის მიზანია პროკურორთა მომზადება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე გამოსვლის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებზე. აღნიშნული ტრეინინგი დაიწყო 28 ივნისს და რამოდენიმე ეტაპად ჩატარდება. ივლისის ბოლომდე ტრეინინგს გაივლის ყველა პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი.
2010 წლის 28 იანვარს, ქ. თბილის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე. ამავე წლის 13 ივლისს საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო რომეო პაჭკორიასა და ზაურ პაჭკორიას მიერ კომერციული მოსყიდვის ჯგუფურად ჩადენის ფაქტი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები 2010 წლის 12 ივლისს წყნეთის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ეწვივნენ. ძველი თბილისის პროკურორებმა ბავშვებს პეტრე-პავლობა მიულოცეს და ტკბილეულთან ერთად საჩუქრებიც ჩაუტანეს. წყნეთის ბავშვთა სახლში დღესდღეობით 30 მზრუნველობამოკლებული მოზარდი ცხოვრობს.
საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპზე (ტესტირება სპეციალობაში) დადებითი შეფასება მიიღო და შემდეგ ეტაპზე ( გასაუბრება) გავიდა ორმოცდათერთმეტი სტაჟიორობის კანდიდატი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს მთავარი პროკურორორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მთაწმინდის პარკში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა დაათვალიერეს და კონკურსში ”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ” გამარჯვებული ნახატების ავტორები დაასაჩუქრეს.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2010 წლის 8 ივლისს ქ. რუსთავში კულტურისა და დასვენების პარკში ტბაზე ნაოსნობაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში რუსთავის #2 და #7 საჯარო სკოლების მოსწავლეები მოანწილეობდნენ. ასპარეზობის გამარჯვებულები საქართველოს პროკურატურამ სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა. შეჯიბრების დასრულების შემდეგ მონაწილეებისთვის პიკნიკი მოეწყო.

















