საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა

თარიღი: 25 მაისი 2010

2010 წლის 25 მაისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა კონფერენცია, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა და  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილემ გიორგი მაკასარაშვილმა გახსნეს. კონფერენციაზე თითოეულმა სამუშაო ჯგუფმა და რეფორმაში მონაწილე უწყებათა წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშები წარმოადგინეს. გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.


სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა საქართველოში მონიტორინგის ანგარიში

თარიღი: 05 მარტი 2010

სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილების თანახმად, საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მონიტორინგს. საბჭოს სამდივნოს ფარგლებში მომზადდა სამთვიანი მონიტორინგის ანგარიში, რომელიც  მოიცავს მოკლე ინფორმაციას 2009 წლის სექტემბერ-დეკემბერში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.


სისხლის სამართლის რეფორმა საქართველოში პროგრეს ანგარიში

თარიღი: 02 ოქტომბერი 2009

სისხლის სამართლის რეფომის მიზანია საქარველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება  და ადამინის უფლებების დაცვა გამჭვირვალე და ღია რეფორმების გატარების მეშვეობით, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.


სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 05 აგვისტო 2009

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის გაძლიერებისათვის. სწორედ ამიტომ ეს სექტორი ერთ-ერთი პროიორიტეტია საქართველოს მთავრობისათვის.


 

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები