არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა სისხლის სამართლის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია არასრულწლოვანთა ჭეშმარიტ ინტერესზე, მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა. რეფორმები ხორციელდება UNICEF-თან მჭირდო თანამშრომლობით, ევროკავშირისა და სხვა სართაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების  დახმარებით, არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობით. იუსტიციის სამინისტროს წამყვანი როლი ენიჭება რეფორმის პროცესში.

საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზადყოფნა, შექმნას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის პრინციპებსა და ნორმებს, გაეროს მინიმალურ სტანდარტულ წესებს არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ და სხვა სტანდარტებს.

სწრაფი ბმულები