თუ მოგეპოვებათ საქართველოში რუსული აგრესიის,
ადამიანის უფლებათა დარღვევის, ძალადობის და დანაშაულებრივი ქმედებების
ამსახველი ნებისმიერი სახის ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალა, გთხოვთ დაუკავშირდეთ იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას:
75-82-21
27 აგვისტო,
2008 წელი
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დევნილთა
რეგისტრაციისათვის მობილური ჯგუფები შექმნა
გორში, ქარელსა და ხაშურში მცხოვრები დევნილები, რომლებიც ამ დროისთვის
კომპაქტურად დასახლებულ პუნქტებში ცხოვრობენ, ადგილზე გაივლიან
რეგისტრაციას. ამაზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ სპეციალურად
შექმნილი მობილური ჯგუფები იზრუნებენ. ვრცლად
27 აგვისტო,
2008 წელი
პატიმარი გარდაიცვალა
იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში პატიმარი რამაზ ჯ. გარდაიცვალა.
ავადმყოფს დასმული ჰქონდა დიაგნოზი: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის
მწვავე მოშლა, იშემიური ინსულტი, კომა, ჰიპერტონული დაავადება,
შაქრიანი დიაბეტი, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, თავის ტვინის
შეშუპება. ვრცლად
26 აგვისტო,
2008 წელი
ტომას ჰამარბერგი იუსტიციის მინისტრს შეხვდა
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი
დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ნიკა გვარამიას და შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკა ზღულაძეს შეხვდა. შეხვედრაზე
საქართველოში რუსული აგრესიის მიერ გამოწვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებსა
და საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ადამიანის უფლებათა
მრავალგზის უხეში დარღვევის ფაქტებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ
უმაღლეს კომისარს სრული ინფორმაცია მიაწოდა ამ დროისთვის არსებული
ვითარების შესახებ. ვრცლად