|
საწყისი გვერდი
> გენერალური ინსპექცია
გენერალური ინსპექცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც:
-
აკონტროლებს სამინისტროს
სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელ შესრულებას,
დისციპლინისა და კანონიერების დაცვას,
-
გამოავლენს სამინისტროს
თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებს და სხვა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებულ
განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს მათზე შეასაბამის რეაგირებას,
-
ამოწმებს სამინისტროს
მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებს, ადგენს
კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზებს, ზრუნავს მის პრევენციაზე.
-
დაწესებულების სისტემის
ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი
მიზეზების აღმოფხვრის მიზნით დეპარტამენტი შესაბამის რეკომენდაციებს აწვდის
მინისტრს, აკონტროლებს სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებას.
დეპარტამენტი ამოწმებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, საბიუჯეტო
და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებასა და ხარჯვას, აკონტროლებს
სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და
სამედიცინო ნაწილების საქმიანობას.
გენერალურ ინსპექციის შემადგენლობაში შედის:
-
ადამიანის უფლებათა დაცვის
სამმართველო;
-
საფინანსო-სარევიზიო
სამმართველო;
-
სამედიცინო ზედამხედველობის
სამმართველო;
-
სამსახურებრივი შემოწმების
სამმართველო.
საკონტაქტო ტელეფონი: 758221 ელ.ფოსტა geninspection@justice.gov.ge
|