საწყისი გვერდი
Ministry of Justice
geo    eng
           

საწყისი გვერდი > სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი > უცხოელის საქართველოდან გაძევება


უცხოლი საქართველოდან შეიძლება გაძევებულ იქნას იმ შემთხვევებში, თუ:

  • იგი უკანონოდ შემოვიდა საქართველოში;

  • აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძველი;

  • მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

  • მისი გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში კანონიერად მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის;

  • იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;

  • მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის სამართლებრივი საფუძველი მოიპოვა ყალბი ან ძალის არმქონე საბუთების წარდგენით;

  • მას ერთი ან რამდენიმე განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა – სასჯელის მოხდის შემდეგ.

უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნას:

  • მისი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებლის ქვეყანაში;

  • იმ ქვეყანაში, საიდანაც შემოვიდა საქართველოში;

  • ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც თანახმაა მიიღოს იგი.

უცხოელი ვალდებულია, გადაწყვეტილების მისთვის გაცნობიდან სამი დღის ვადაში დატოვოს საქართველო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იძულებით გაძევდება და ერთ წლის განმავლობაში აეკრძალება საქართველოში შემოსვლა.