საწყისი გვერდი >
სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი
>
ემიგრაცია
ემიგრაციის
ნებართვის მისაღებად შუამდგომლობა საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს შეაქვს საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოში
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რომელიც, საქმეს განსახილველად გზავნს ამავე
სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტში.
შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები: დაბადების მოწმობის ასლი,
ქორწინების მოწმობის ასლი, პირადობის მოწმობის ასლი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის
ქვითარი (ოცდაათი ლარი), ცნობა სამხედრო ვალდებულებიდან გათავისუფლების შესახებ, 14
დან 18 წლამდე ბავშვის თანხმობა ემიგრაციაზე. ხოლო, თუ 18 წლამდე ბავშვი
მიემგზავრება ერთ-ერთ მშობელთან ერთად, მეორე მშობლის თანხმობა.
პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციაზე თუ:
-
მის მიმართ
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე;
-
არ მოუხდია
სასამართლოს განაჩენით შეფარდებული სასჯელი;
-
არ შეუსრულებია
სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება;
-
წვევამდელი
ასაკისაა და არ მოუხდია სამხედრო ბეგარა, თუ კანონით დადგენილი წესით არა არის
გათავისუფლებული ამ სამსახურიდან;
-
სამუშაოს
ხასიათის გამო მისთვის ცნობილია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებანი და არ
გასულა კანონით დადგენილი ვადა იმ დღიდან, რომლიდანაც იგი დაკავშირებული არ არის
ამ სამუშაოსთან. ამასთან ეს ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 5 წელს;
-
შუამდგომლობისას
წარმოადგენს ყალბ ან ბათილ საბუთებს.
საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში
მოქალაქის პასპორტში ისმება დამღა აღნიშვნით „მუდმივი გასვლა“ ქართულ და ინგლისურ
ენებზე; ასევე ეძლევა ემიგრაციის წერილობითი ნებართვა.
|