საწყისი გვერდი
Ministry of Justice     
geo    eng
           

საწყისი გვერდი > ეკონომიკური დეპარტამენტი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, ეკონომიკური დეპარტამენტი:

  • კოორდინაციას უწევს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, ეკონომიკურ, ფინანსურ და სამეურნეო საქმიანობას;

  • შეიმუშავებს სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტს, აწარმოებს მათი ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების ანგარიშგებს;

  • განიხილავს კვარტალურ და წლიურ ანგარიშგებას;

მის ფუნქციებში შედის, აგრეთვე:

  • სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

  • სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერის ორგანიზება, ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულების მომზადება და გაფორმება;

  • სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დროულად წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის;

  • სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საფინასო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი.

    დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:


    1. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;

    2. ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვების სამმართველო;

    3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.