საწყისი გვერდი
Ministry of Justice     
geo    eng
           

საწყისი გვერდი >  საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი > საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო > საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო > ბავშვთა უფლებები

 

1994 წელს საქართველო გახდა გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის 1989 წლის კონვენციის წევრი სახელმწიფო. აღნიშნული კონვენციის საფუძველზე საქართველომ იკისრა ვალდებულება, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში ბავშვთა უფლებათა დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ.

მიმდინარე წლის 20 მაისს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის 48-ე სესიაზე განხილულ იქნა საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიში, რომლის საფუძველზეც კომიტეტმა შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები.
 


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი ასევე კოორდინაციას უწევს ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის განხორციელებას. ამ მიზნით დეპარტამენტი უზრუნველყოფს სასამართლო ორგანოების, სასამართლო აღმასრულებლებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო დაწესებულებების პერსონალის მომზადებას, მათთვის შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მიწოდებას.

 

ამ სფეროში არსებული კანონმდებლობა:

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი,
0146, რუსთაველის გამზირი 30, თბილისი, საქართველო
ტელ.: 75-82-79 ან 75-82-10
ფაქსი: 75-82-76
ელ.ფოსტა: n.kilasonia@justice.gov.ge; d_javakhadze@justice.gov.ge;
საკონტაქტო პირები: ნინო კილასონია - მრჩეველი; დავით ჯავახაძე - მრჩეველი.