საწყისი გვერდი
Ministry of Justice     
geo    eng
           


საწყისი გვერდი > საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტი >  ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველო > ლეგალიზაცია > აპოსტილი

 

რა არის აპოსტილი?

 

საქართველო შეუერთდა ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას, რომელიც ძალაში შედის 2007 წლის 14 მაისიდან და გულისხმობს ოფიციალური დოკუმენტების დამოწმების გამარტივებულ პროცედურას, რაც ამ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაში გამოიხატება;

ოფიციალურ დოკუმენტზე აპოსტილის დასმით დასტურდება ამ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ხელმოწერისა და უფლებამოსილების ნამდვილობა, ასევე, დოკუმენტზე დასმული ბეჭდისა და შტამპის ნამდვილობა;

ჰააგის კონვენცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომლებიც წარდგენილი უნდა იქნეს იმ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც მიერთებულია ჰააგის კონვენციას, აგრეთვე კონვენციის წევრი-სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ აპოსტილით დამოწმებულ იმ ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნეს საქართველოში სამოქმედოდ.

ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას

  • იუსტიციის ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები და საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ნორმატიული აქტები, რომელთა აპოსტილით დამოწმებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტი);

  • განათლების და განათლების ხარისხის აღმნიშვნელი, ასევე, სასწავლო ხასიათის სხვა დოკუმენტები, რომელთა აპოსტილით დამოწმებას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (ლიცენზირების სამსახური);

  • სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, რომელთა აპოსტილით დამოწმებას ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლო;

  • ნოტარიუსის მიერ შედგენილი დოკუმენტები, რომელთა აპოსტილით დამოწმებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტი);

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში გაცემული დოკუმენტები, რომელთა აპოსტილით დამოწმებას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (რეგულირების დეპარტამენტი);

  • საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, რომელთა აპოსტილით დამოწმებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტი).

    დოკუმენტები, რომლებიც არ ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას
     

  • საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგელობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი;

  • კომერციული ან საბანკო დოკუმენტი;

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლები და ფოტოპირი;

  • სამხედრო ბილეთი;

  • იარაღის ტარების ნებართვა

  • სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი).

რა საბუთები უნდა წარმოადგინოს დაინტერესებულმა პირმა ოფიციალური დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის?

აპოსტილით დამოწმება ხორციელდება დოკუმენტის მფლობელის ან სხვა ნებისმიერი პირის მიერ მოთხოვნის საფუძველზე;

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს:

  • ა) დოკუმენტი, რომელზეც უნდა დაისვას აპოსტილი;

  • ბ) ბანკში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი, სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების დამოწმებისათვის – 20 ლარი.

    ოფიციალური დოკუმენტების აპსოტილით დამოწმების ვადა

  • კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება განახორციელონ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღისა.

  • თუ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის აუცილებელია დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განახორციელონ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 (ათი) დღისა.

რა შემთხვევაში აქვს უფლება შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უარი თქვას ოფიციალური დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე?
 

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უარი შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, თუ:

  • დოკუმენტი ექვემდებარება იმ ქვეყანაში გამოყენებას, რომელიც არ არის ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრი-სახელმწიფო;

  • დოკუმენტზე ტექსტის ამოუკითხველობის შემთხვევაში;

  • დოკუმენტები, რომლების ხელმოწერილია ფანქრით ან მიღებულია ფაქსის მეშვეობით ნებისმიერი ფორმით;

  • დოკუმენტში დაფიქსირებულია შესწორებები, რომლებიც არ არის დამოწმებული;

  • კომპეტენტური ორგანოების მიერ ვერ ხერხდება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის, შტამპის ნიმუშის მოძიება.

ჰააგის კონვენციის წევრი-სახელმწიფოები:

ჰააგის კონვენციის წევრია ევროპის უმეტესი სახელმწიფო და მათ შორის აზიის ქვეყნების გარკვეული ნაწილი, ამჯამინდელი მონაცემებით 92 ქვეყანა. 
ესენია: ავსტრალია, ავსტრიის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ანტილიის კუძულები, არგენტინის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ბელორუსიის რესპუბლიკა, ბელიზი, ბერმუდის კუნძულები, ბულგარეთის რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, ბოტსვანას რესპუბლიკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ნეგარა-ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფო, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, უნგრეთის რესპუბლიკა, ვენესუელის რესპუბლიკა, ვირჯინიის კუნძულები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, გრენადა, საბერძნეთის რესპუბლიკა, ჰიბრალტარი, ჰონდურასი, ჰონკონგი (ჩინეთი), დომინიკანის რესპუბლიკა, ისრაელის სახელმწიფო, ინდოეთის რესპუბლიკა, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთის სამეფო, იტალიის რესპუბლიკა, კაიმანის კუნძულები, კვიპროსის რესპუბლიკა, კომორის კუნძულები, კუკის კუნძულები, ლატვიის რესპუბლიკა, ლესოტოს სამეფო, ლიბერიის რესპუბლიკა, ლიტვის რესპუბლიკა, ლიხტენშტეინის საგრაფო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, მავრიკიის რესპუბლიკა, მაკედონიის რესპუბლიკა, მალავის რესპუბლიკა, მაკაო, მალტის რესპუბლიკა, მარშალის კუნძულების რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, კოლუმბია, მონაკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნიდერლანდების სამეფო, ნორვეგიის სამეფო, ახალი ზელანდია, ახალი კალედონია, პანამის რესპუბლიკა, პოლონეთი, პორტუგალიის რესპუბლიკა, პუერტო-რიკო, რუმინეთი, მენის კუნძული, რუსეთის ფედერაცია, ელ-სალვადორის რესპუბლიკა, სან-მარინოს რესპუბლიკა, სამოა, სენტ-ლუსია, სენტ-კიტსი და ნავისი, სვაზილანდი, სეიშელის რესპუბლიკა, სერბია და მონტენეგრო, სლოვენიის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, აშშ, სურინამის რესპუბლკა, ტონგოს სამეფო, თურქეთის რესპუბლიკა, ტრინიდადი და ტობაგო, ფიჯის კუნძულების რესპუბლიკა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ფინეთის რესპუბლიკა, ფოლკლენდის კუნძულები, საფრანგეთის რესპუბლკა, ხორვატია, შვეიცარიის კონფედერაცია, შვედეთის სამეფო, უკრაინა, ეკვადორი, ესტონეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, იაპონია და სხვ.