|
ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც:
-
სტატისტიკურ და ანალიტიკური საქმიანობას
ახორციელებს სამინისტროს სისტემაში ;
-
სამინისტროს საქმიანობის ცალკეული
მიმართულების ოპტიმიზაციის მიზნით, მიღებული
მონაცემების ანალიზისა და განზოგადების შედეგად სამინისტროს კომპეტენციას
მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს
შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებას.
-
აანალიზებს
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი
საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას;
-
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების,
სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირების საქმიანობის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს
რეკომენდაციებს შესაბამისი რეფორმების გატარების მიზნით.
|