|
ადმინისტრაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც:
-
ამზადებს მინისტრის
მოხსენებებს, გამოსვლებს და ანგარიშებს, აგრეთვე სტატისტიკურ მონაცემებს და
ინფორმაციას სამინისტროს საქმიანობის საზოგადოებისთვის გასაცნობად;
-
კოორდინაციას უწევს
მინისტრის საერთაშორისო კავშირებს და სამინისტროს ურთიერთობას სხვადასხვა
სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ
პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში
აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან.
მის კომპეტენციაში შედის,
აგრეთვე:
-
მოქალაქეთა საჩივრების
განხილვა და რეაგირება,
-
მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებთან ურთიერთობის დამყარება,
-
ყოველდღიური პრესის
მიმოხილვის მომზადება, პრესრელიზების მომზადება და გავრცელება იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე;
-
სამინისტროს ცენტრალური
აპარატის შენობაში პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარების
ორგანიზება,
-
სამინისტროს საქმიანობაში
თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და
გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
-
სამინისტროში არსებული
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული უზრუნველყოფა, მისი
დამუშავების ხელშეწყობა, გავრცელება და დაცვა, ელექტრონული მონაცემთა
ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა;
-
სამინისტროს ლოკალური
კომპიუტერული ქსელის მონტაჟი და მისი შემდგომი ადმინისტრირება.
ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედის:
-
ორგანიზაციული
უზრუნველყოფისა და პროტოკოლის სამმართველო;
-
საქმისწარმოების
სამმართველო;
-
საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამმართველო;
-
საინფორმაციო ტექნოლოგიების
სამმართველო.
|