საწყისი გვერდი > სამინისტროს შესახებ >
მინისტრი
>
მინისტრის მოადგილეები >
სამინისტროს სტრუქტურა >
თანამშრომლები >
სამინისტროს ისტორია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოში მოქმედ
კანონშემოქმედების, სამართალწარმოების, სასჯელაღსრულების ხარისხსა და
მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უწყებას,
საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და სამართლებრივი
ფორმირების საქმეში.
დემოკრატიულ რეფორმათა გაღრმავების პროცესში იუსტიციის სამინისტრომ ახალი
დატვირთვა შეიძინა. მის უშუალო კომპეტენციაშია შემდეგი სფეროები:
სახელმწიფოში
მოქმედი ნორმატიული აქტების სტანდარტის დადგენა;
კანონშემოქმედებითი
საქმიანობა და საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია;
სახელმწიფო
რეესტრის ფორმირება;
მიგრაციული
და ემიგრაციული პროცესების რეგულირება;
პენიტენციარული
სისტემა და პრობაცია;
ნოტარიატი;
საჯარო
რეესტრი;
სამოქალაქო
რეესტრი;
სახელმწიფო
არქივი;
თანამდებობის
პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო;
სასამართლო
ექსპერტიზა;
სასამართლო
გადაწყვეტილებათა აღსრულება;
ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
|