თანამდებობის დასახელება: მეოთხე რანგი − საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

სამუშაო პოზიციის დასახელება: ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
 

ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).
 

კატეგორია: იურიდიული

თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (საჯარო მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)
 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 

-       დეპარტამენტის ორგანიზაციული საკითხების მოგვარებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის               მიზნით, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთობა;

-       დეპარტამენტში მიმდინარე საქმისწარმოების პროცესის ხელშეწყობა, სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი)                         საქმისწარმოების სამმართველოსთან კოორდინაციით;

-      ასოცირების დღის წესრიგის ეროვნული სამოქმედო გეგმის შედგენის კოორდინაციასა და ასოცირების ხელშეკრულებით                  გათვალისწინებული მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის ჩატარებაში ჩართულობა -                     საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე მუშაობა;

-        ევროკავშირის სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი და შეფასება;

-         დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;


საკონკურსო თემატიკა:
 

-         საქართველოს კონსტიტუცია;

-        1969 წლის ვენის კონვენცია „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“

-        „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-         “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

-        „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

-       ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ                 სახელმწიფოებს, მეორე მხრივ, საქართველოს შორის (ძირითადი ასპექტები; დღის წესრიგი);

-      „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ“ 2007 წლის ხელშეკრულების მე-6 ნაწილის (ინსტიტუციონალური და ფინანსური               დებულებები) I კარი (ინსტიტუციები; კავშირის სამართლებრივი აქტები; საკონსულტაციო ორგანოები);

-       „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30                      დეკემბრის №389 დადგენილება.
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 

უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი);

ინგლისური ენის ცოდნა (C1).

კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowePoint, Outlook) ძალიან კარგად ცოდნა;

შედეგზე ორიენტაცია;

პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

გუნდური მუშაობა;

მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;

ინფორმაციის შეგროვება;

წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება;

ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.


კონკურსის ეტაპები:
 

-       განაცხადების გადარჩევა;

-         წერითი დავალება;

-         გასაუბრება.
 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
 

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
 

დამატებითი ინფორმაცია:
 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; დაზღვევის კორპორაციულ პირობებს.

-       კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი                     (დიპლომი);

-       აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;

-       აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო              ინფორმაცია და მის მიერ დაკავებული თანამდებობა;

-        ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ          მოთხოვნებს;

-      კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და                       დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და               დამატებით მოთხოვნებს;

-      შეფასების ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში, სადაც გამსვლელ ქულად ჩაითვლება                          თითოეულში მაქსიმალური ქულის 51%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება;

       ასევე, კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის წარმატებით                 გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 65%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება;

-     გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და              საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი,                         რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).


კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე −  http://www.hr.gov.ge   2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.