სამუშაო პოზიციის დასახელება: საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა).
კატეგორია: იურიდიული
თანამდებობრივი სარგო: 990 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა  სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების სიღრმისეული ანალიზი და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება/განხორციელება; ამ მიზნით სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და ეფექტური თანამშრომლობა;
  • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში/გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოებში წარსადგენად, გადაწყვეტილებათა აღსრულების თაობაზე სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ან/და გატარებულ ღონისძიებათა შესახებ შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების (სამოქმედო გეგმა/აღსრულების ანგარიში და სხვ.) მომზადება;
  • საქართველოს პარლამენტში წარსადგენად, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
  • საერთაშორისო ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე მიმდინარე ეროვნულ დავებში, მოპასუხე სახელმწიფო უწყებების პოზიციის შემუშავებაში ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოში წარმომადგენლობა;
  • ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების პრეცედენტული სამართლის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისთვის/საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტების მომზადება;
  • დეპარტამენტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელება.
საკონკურსო თემატიკა:
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებები (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები – http://www.echr.coe.int/Documents/Convention_ENG.pdf; საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ – http://www.ohchr.org/en/professionalinterest/pages/ccpr.aspx;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი - http://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=caselaw/analysis&c=#n13693846752619364551309_pointer;%20www.hudoc.echr.coe.int;
  • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის წესები – https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectId=09000016806dd2a5;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება" https://matsne.gov.ge/ka/document/view/2177616.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (C1);
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) ძალიან კარგად ცოდნა.
 
  • სამართლებრივი წერის კარგად განვითარებული უნარ-ჩვევები;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვის უნარი.

კონკურსის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • გასაუბრება.



გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
 
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.
 
  • კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
  • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
  • ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
  • შეფასების ეტაპზე  კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას (ორ ეტაპად), რომელიც მოიცავს, როგორც დახურულ (ქართულ ენაზე), ისე ღია კითხვებს (ინგლისურ ენაზე). პროფესიული წერითი დავალების წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 51%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება.
გარდა ამისა, ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება ტესტირებაზე გამოცხადება და ტესტის შესრულება.
  • გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 24 ნოემბრის ჩათვლით; ამასთან, მიუთითოთ  რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა  −  ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.