კონკურსის ტიპი: სტაჟირება
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა).
 
კატეგორია: სტაჟირება
თანამდებობრივი სარგო: 400 ლარი
ადგილების რაოდენობა: 3
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამართლებრივი და ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;
  • კანონპროექტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის წარსადგენი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სისხლის სამართლის, ანტიკორუფციულ და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) საკითხებზე მუშაობა;
  • სისხლის სამართლის რეფორმის საბჭოს სამდივნოს საქმიანობის ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  • ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს საქმიანობის ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა, მათ შორის, სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა უწყებიდან/ორგანიზაციიდან მიღებულ  დოკუმენტებზე კომენტარებისა და მოსაზრებების დამუშავება;
  • უწყებათაშორისი კომუნიკაცია;
  • დეპარტამენტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელებაში მონაწილეობა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამართლის ბაკალავრი ან ამავე პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა (მინიმუმ, B2 დონე);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
 
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოზე კონცენტრირება სტრესულ პირობებში.
 
საკონკურსო თემატიკა:
  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
  •  ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ECHR);
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ (UNCAC);
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საქართველოს სამოქმედო გეგმა;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულება „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ“;
  • „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სახელმძღვანელო წესები;
  • საერთაშორისო ინიციატივა „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) http://www.opengovpartnership.org/;
  • ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) http://www.coe.int/t/dghl/monitoring/greco/default_en.asp;
  • ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN) http://www.oecd.org;
  • „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ (EaP) http://www.coe.int/t/dgap/eap-facility.
 
 
 
კონკურსის ეტაპები:
 
  • განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • გასაუბრება.
 
 
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
 
სტაჟირების კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით.
 
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.
  • კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან);
  • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
 
საკონკურსო ეტაპები: განაცხადების გადარჩევა, წერითი დავალება (პროფესიული დავალება ქართულ და ინგლისურ ენებზე, ინტელექტის ტესტი, ზოგადი უნარების ტესტი, ქართული ენის ტესტი) ან/და გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 21 ნოემბრის ჩათვლით. ამასთან, მიუთითოთ რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.