კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
 
ორგანიზაციის შესახებ:
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა).
კატეგორია: იურიდიული
თანამდებობრივი სარგო: 1200 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოების/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება − ევროკავშირის სამართლის წყაროების (რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები) და ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი;
  • სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების (ასოცირების დღის წესრიგი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების/ჰარმონიზაციის სამინისტროს გეგმა) შესრულების მიზნით;
  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;
  • ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება/ჰარმონიზაციის მეთოდიკისა და ზოგადი პრინციპების შემუშავება;
  • სამინისტროს სამართალშემოქმედებით დეპარტამენტთან კოორდინაციაში სამთავრობო დონეზე ევროკავშირის სამართალთან დაახლოების/ ჰარმონიზაციის პროცესში მონაწილეობა.
საკონკურსო თემატიკა:
  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
  • „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ევროკავშირის ინსტიტუციონალური სტრუქტურა;
  • ევროკავშირის ძირითადი ხელშეკრულებები (მაასტრიხტის ხელშეკრულება (1992), ნიცის ხელშეკრულება (2001), ლისაბონის ხელშეკრულება (2007));
  • ევროკავშირის საკანონმდებლო პროცესი (Legislative process);
  • ევროკავშირის სამართლის პირდაპირი მოქმედების დოქტრინა (The Doctrine of Direct Effect of EU Law);
  • ევროკავშირის სამართლისა და შიდა სამართლის ურთიერთმიმართება;
  • საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები;
  • ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი;
  • სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა;
  • საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ;
  • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება;
  • „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება − საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი;
  • იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • საერთაშორისო/ევროპულ ორგანიზაციებში/ორგანიზაციებთან მუშაობის  გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად (კანდიდატებს შორის უპირატესობა მიენიჭება უფრო ხანგრძლივი გამოცდილების მქონე კანდიდატს);
  • ენების ცოდნა (ინგლისური ენა (C1); ფრანგული ან გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება კანდიდატის დამატებით დადებით მხარედ).
 
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • სხვათა დარწმუნების უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • სამუშაოზე კონცენტრირება სტრესულ პირობებში;

კონკურსის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • გასაუბრება.



გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
 
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.
 
  • კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
  • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
  • კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
  • შეფასების ეტაპზე  კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას (სამართლებრივი ანალიზის მომზადება ინგლისურ და ქართულ ენაზე); პროფესიული წერითი დავალების გამსვლელი ქულა - 51%.
გარდა ამისა, ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება ტესტირებაზე გამოცხადება და ტესტის შესრულება.
  • გასაუბრებაზე გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 16.11.2017 ჩათვლით; ამასთან, მიუთითოთ  რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა  −  ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.