კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
 
ორგანიზაციის შესახებ:
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა).
კატეგორია: იურიდიული
თანამდებობრივი სარგო: 1200 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (საჯარო მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
  • სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა, სამსახურებრივი დასკვნის მომზადება;
  • სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება;
  • სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, დაწესებულების სისტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
  • სამსახურებრივი შემოწმების სამუშაო გეგმის შემუშავება.
 
საკონკურსო თემატიკა:
 
  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ (წიგნი მეორე და მესამე);
  • „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება“.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია − მაგისტრის აკადემიური ხარისხის ფლობა);
  • იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია მაკონტროლებელ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა.
 
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • სამუშაოზე კონცენტრირება სტრესულ პირობებში;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • ობიექტურობა, სამართლიანობა და პრინციპულობა.
 
კონკურსის ეტაპები:
 
  • განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • გასაუბრება.



გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
 
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.
 
  • კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს:
 
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მითითებით) ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ ცოტა, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი.    
  
  • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
  • კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
  • შეფასების ეტაპზე  კანდიდატები შეასრულებენ ქართული ენისა და ზოგადი უნარების ტესტებს, რომელთა წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის ნახევარზე მეტის მიღება.
  • გასაუბრებაზე გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 16.11.2017 ჩათვლით; ამასთან, მიუთითოთ  რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა  −  ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.