კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
 
ორგანიზაციის შესახებ:
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა).
კატეგორია: იურიდიული
თანამდებობრივი სარგო: 2110 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დეპარტამენტის უფროსისთვის დეპარტამენტის მართვასა და სამუშაო პროცესის კოორდინაციაში ხელშეწყობა, მისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის  ყოველდღიური საქმიანობის მართვა;
  • სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, ასევე, სესხის, გრანტის, პრივატიზების, სახელმწიფო შესყიდვების, საინვესტიციო პროექტების შესახებ კონტრაქტების ან სხვა ტიპის ხელშეკრულებების პროექტებზე დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელებაზე (ანუ მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის პროცესზე), ასევე, ასეთ ხელშეკრულებებში არსებული სამართლებრივი რისკების განსაზღვრაზე ზედამხედველობა;
  • ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, ასევე, ხელშეკრულებების დადების მიზანშეწონილობისა და არსებული სამართლებრივი რისკების განსაზღვრა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
  • საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კერძო სამართლის კუთხით ძალაში მყოფ ხელშეკრულებათა შეწყვეტასთან დაკავშირებული პრობლემების/შეწყვეტის შედეგების სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
  • დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან კოორდინაციის უზრუნველყოფა, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების მიზნებისათვის, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ან/და სხვადასხვა თეორიულ-სამართლებრივი საკითხის შესწავლა, გამოკვლევა, ანალიზი და განზოგადება;
  • სასამართლო დავებზე სამინისტროს ან სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
  • სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი;
  • სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
  • სხვადასხვა უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფსა თუ კომისიაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით;
  • სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა, ცალკეული ნორმატიული აქტის პროექტების მომზადება ან ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესწავლა/ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
 
საკონკურსო თემატიკა:
 
  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;
  • „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ინვესტიციების სახელმწიფო  მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;
  • „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი (სასურველია − საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი განათლების ხარისხი საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით);
  • ა) არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სამართლის, მათ შორის, საერთაშორისო კერძო სამართლის, ასევე, სასამართლო და ადმინისტრაციულ საქმისწარმოებებზე მუშაობის მიმართულებით; მათ შორის, ხელმძღვანელ  პოზიციაზე სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; ან
ბ) კერძო სამართლის, მათ შორის, საერთაშორისო კერძო სამართლის, ასევე, სასამართლო და ადმინისტრაციულ საქმისწარმოებებზე მუშაობის მიმართულებით 5 წლიანი გამოცდილება;   
  • ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა (მინიმუმ, C1 დონე);
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.
 
  • მენეჯერული უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გადაწყვეტილების მიღება და მოქმედების ინიცირება;
  • სხვათა დარწმუნების უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
  • სამუშაოზე კონცენტრირება სტრესულ პირობებში.
კონკურსის ეტაპები:
 
  • განცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • გასაუბრება.



გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
 
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.
 
  • კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
 
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
  • აუცილებელია, კანდიდატმა სამუშაო გამოცდილების აღწერილობაში მიუთითოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის შესახებ საგანგებოდ - დაქვემდებარებული თანამშრომლების რაოდენობისა და მუშაობის თარიღების დაზუსტებით;
  • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
 
  • კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს.
 
  • შეფასების ეტაპზე  ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნულ ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება ტესტირებაზე გამოცხადება და ტესტის შესრულება.
 
  • გასაუბრებაზე გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge ამასთან, მიუთითოთრეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა−ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.