კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
 
ორგანიზაციის შესახებ:
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა).
 
კატეგორია: იურიდიული
თანამდებობრივი სარგო: 2110 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 
  • დეპარტამენტის უფროსისთვის დეპარტამენტის მართვასა და სამუშაო პროცესის კოორდინაციაში ხელშეწყობა, მისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა;
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის მიღება და იუსტიციის სამინისტროს პოზიციის წარმოდგენა;
  • დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართლებრივი დასკვნების მომზადების პროცესზე ზედამხედველობა;
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან, შეწყვეტასთან ან/და შეჩერებასთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება, შიდასახელმწიფოებრივ სამართალთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე, შესაძლო სამართლებრივი რისკების არსებობის განსაზღვრა და აღნიშნულთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება;
  • სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების მიზანშეწონილობის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა და საერთაშორისო ხელშეკრულებების ტექსტის მომზადება;
  • საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სხვადასხვა უწყებათაშორის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების მიზნებისათვის, სხვადასხვა საჯარო და კერძო საერთაშორისო სამართლებრივ საკითხზე სხვა ქვეყნების გამოცდილების ან/და სხვადასხვა თეორიულ-სამართლებრივი საკითხის შესწავლა, ანალიზი და განზოგადება.
 
 
საკონკურსო თემატიკა:
 
ა) საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებები:
  • „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
  • „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის კონვენცია;
  • „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1963 წლის კონვენცია;
  • „პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გაეროს 1946 წლის კონვენცია;
  • „სპეციალიზებული დაწესებულებების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გაეროს 1947 წლის კონვენცია.
ბ) შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა:
  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“.
 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართლის/საერთაშორისო სამართლის სპეციალობით;
  • ა) არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მუშაობის) მიმართულებით; მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციაზე სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; ან   
ბ) საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მუშაობის) მიმართულებით – 5 წელი;
  • ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა (მინიმუმ, C1 დონე);
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.
 
  • მენეჯერული უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გადაწყვეტილების მიღება და მოქმედების ინიცირება;
  • სხვათა დარწმუნების უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
  • სამუშაოზე კონცენტრირება სტრესულ პირობებში.
 
 
კონკურსის ეტაპები:
 
  • განცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • გასაუბრება.
 
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
 
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.
 
  • კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
  • აუცილებელია, კანდიდატმა სამუშაო გამოცდილების აღწერილობაში მიუთითოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის შესახებ საგანგებოდ - დაქვემდებარებული თანამშრომლების რაოდენობისა და მუშაობის თარიღების დაზუსტებით;
 
  • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა.
  • კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს საკონკურსო განაცხადში ასახულ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს.
 
  • შეფასების ეტაპზე  ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნულ ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება ტესტირებაზე გამოცხადება და ტესტის შესრულება.
 
 
  • გასაუბრებაზე გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge ამასთან, მიუთითოთრეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა−ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.