კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
 
ორგანიზაციის შესახებ:
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა).
კატეგორია: იურიდიული
თანამდებობრივი სარგო: 990 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:  12 თვე (მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 
  • სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, ასევე, სესხის, გრანტის, პრივატიზების, სახელმწიფო შესყიდვების ან სხვა ადმინისტრაციული და კერძო ხასიათის ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, ანუ, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენა; აგრეთვე, დადების მიზანშეწონილობისა და სამართლებრივი რისკების არსებობის განსაზღვრა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
  • კერძო ხასიათის იმ ხელშეკრულებათა დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის მიზანშეწონილობისა და სამართლებრივი რისკების განსაზღვრა, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ, და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
  • სახელმწიფო ვალის აღებისა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება) და შესაბამისი დასკვნის გაცემა;
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან, შეწყვეტასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება შიდასახელმწიფოებრივ სამართალთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო სამართლებრივი რისკების არსებობის განსაზღვრა;
  • სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის კერძო და საერთაშორისო ხასიათის ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
  • სამინისტროს სახელით სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, ორგანიზაციასა და სახელმწიფო უწყებასთან მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში მონაწილეობა;
  •  სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების მიზნებისათვის ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ან/და სხვადასხვა თეორიულ-სამართლებრივი საკითხის შესწავლა, გამოკვლევა, ანალიზი და განზოგადება;
  •  საჭიროების შემთხვევაში,  კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა და ცალკეული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება.
 
 
საკონკურსო თემატიკა:
 
  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (გარიგებები, ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართალი);
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სამოქალაქო (ვალდებულებითი, სახელშეკრულებო), საერთაშორისო კერძო სამართლისა და საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა (მინიმუმ, C1 დონე);
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.
 
  • სამართლებრივი ანალიზისა და წერის უნარი;
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
 
 
კონკურსის ეტაპები:
 
  • განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
 
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.
 
 
  • კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
 
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
 
  • აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
 
  • კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს.
 
წერითი დავალების თითოეულ კომპონენტში (ტესტირება, კაზუსის ამოხსნა, იურიდიული ტექსტის თარგმანი)  კანდიდატმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის ნახევარზე მეტი. გარდა ამისა, ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება ტესტირებაზე გამოცხადება და ტესტის შესრულება.
 
  • გასაუბრებაზე გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა.
 
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 13 ნოემბრის ჩათვლით. ამასთან, მიუთითოთ  რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა  −  ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.