პროექტი წიგნის კლუბი
„წიგნის კლუბი“ საქართველოს მთავარი პროკურატურის ახალი პროექტია, რომელიც 2012 წლის მარტიდან ხორციელდება. პროექტის მონაწილეები არიან მოხალისე პროკურორები, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები, განრიდების პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვნები და სკოლის მოსწავლეები. „წიგნის კლუბის“ მიზანია  განათლების პროპაგანდა, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კვირაში ერთხელ იმართება შეხვედრები.  არასრულწლოვნები პროკურორებთან ერთად კითხულობენ  წიგნებს, მსჯელობენ წაკითხული წიგნების შინაარსზე, უყურებენ წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმებს. „წიგნის კლუბში“ დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა: თანამედროვე ქართველ მწერლებთან  შეხვედრები, ექსკურსიები და ლიტერატურული კონკურსები.
შემოუერთდი წიგნის კლუბს  „Facebook“-ზე! http://www.facebook.com/pages/Bookclub/318235651575067