მწვანე გარემო
პროკურატურის თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად „იშვილეს“ შედარებით მოუვლელი ადგილები თბილისის მასშტაბით, რის შემდეგაც ერთობლივად ახორციელებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს: რგავენ ყვავილებსა და ხეებს, ასუფთავებენ ტერიტორიას. შვილებულ ადგილებზე სამუშაოების შესრულება მიმდინარეობს ყოველ კვირას ერთი წლის განმავლობაში და საბოლოოდ ითვალისწინებს გამარჯვებული სკოლის ბავშვების დაჯილდოებას.