აღსრულების ეროვნული ბიურო 2009 წლის ივლისი
მოცემული პროექტი განხორციელდა ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში. TAIEX-ი წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მიზანია პარტნიორ ქვეყნებში ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოვება და განხორციელება.
TAIEX-ის პროექტის მიხედვით განხორციელდა სამი კომპონენტი:
1.   2009 წლის 6 - 8 ივლისს აღსრულების ეროვნულ ბიუროში განხორციელდა საექსპერტო მისია. ჰოლანდიელი, ესტონელი და ლიტველი ექსპერტების მიერ შესწავლილი იქნა საქართველოს სააღსრულებო სისტემა, რის საფუძველზეც მომზადდა კონკრეტული რეკომენდაციები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და ეფექტიანობის გაზრდის შესახებ.
2.   2010 წლის 15 - 16 აპრილს პირველად საქართველოში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიცატივითა და ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სააღსრულებო სისტემა; სააღსრულებო წარმოების პრობლემატური საკითხები". კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული გამოცდილების/პრაქტიკის გაზიარება და პრობლემური საკითხების განხილვა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის, ევროკავშირის და საბანკო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები და სააღსრულებო სისტემასთან დაკავშირებული სხვა უწყებების წარმომადგენლები.
3.   2010 წლის 4 - 7 მაისს, განხორციელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი ქ. გლაზგოში, შოტლანდია. ვიზიტის მიზანი იყო შოტლანდიის სააღსრულებო სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრა და არსებული გამოცდილებისა და პრაქტიკის გაცნობა.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, 2010 წლის 6 მაისს, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის მუდმივმოქმედი საბჭოს სხომაში. აღნიშნულ სხომაზე აღსრულების ეროვნული ბიურო მიღებული იქნა აღმასრულებელთა კავშირის სრულუფლებიან წევრად.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2009-2010 წწ.