ლიდერთა სახლი
ლიდერთა სახლი ახალგაზრდული კლუბია, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათთვის კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბება.

პროექტი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და გულისხმობს ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიების ორგანიზებას, რომელთა მიწოდებაც მონაწილეთათვის სირთულისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით ეტაპობრივად განხორციელდება. პროექტის გავრცელების არეალი დაკავშირებულია იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესთან. 

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები განივითარებენ ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს, აიმაღლებენ ცოდნას, აქტიურად ჩაერთვებიან მოხალისეობრივ საქმიანობებში, თავად დაგეგმავენ და განახორციელებენ მათთვის საინტერესო პროექტებს. პროექტში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულნი არიან სტუდენტები, იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლების თანამშრომლები. http://www.facebook.com/LidertaSakhli?ref=ts