ციფრული წიგნები
ელექტრონული წიგნის პროგრამა საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობის  კიდევ ერთი შესაძლებლობაა თბილისში მცხოვრებ არასრულწლოვანთათვის. ეს პროგრამა ერთობლივად ხორციელდება იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „lib.ge“-ს მიერ.

ამ პროგრამის ფარგლებში არასრულწლოვნებს ევალებათ, ელექტრონულად  აკრიფონ  წიგნი, რომელიც შეირჩევა სოციალური მუშაკის მიერ (არასრულწლოვნის  განვითარების დონისა და მისი  რეაბილიტაციის საჭიროებიდან გამომდინარე). ეს პროგრამა არის შემოქმედებითი გზა, რომელიც  სამ მიზანს ემსახურება:

1. არასრულწლოვნები კითხულობენ წიგნებს;
2. არასრულწლოვნები სწავლობენ კომპიუტერს;
3.არასრულწლოვნები ქმნიან პროდუქტს (ელექტრონული ბიბლიოთეკა) საზოგადოებისათვის.