დაწყვილების პროექტი
TWINNING ანუ დაძმობილების პროექტი არის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და პარტნიორობის განხორციელების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც მიმართულია დაეხმაროს ბენეფიციარ ქვეყანას თანამედროვე და ეფექტური ადმინისტრაციის, სტრუქტურის, ადამიანური რესურსებისა და მართვის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
დაძმობილების მიმდინარე პროექტის მიზანია სააღსრულებო სისტემის ეფექტურობის გაზრდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მუშაობის გაუმჯობესების, უნარ-ჩვევებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით.
მოცემული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი საერთაშორისო ექსპერტით დაკომპლექტებული ჯგუფი. ექსპერტთა ჯგუფმა, საქართველოში განხორციელებული ორი ვიზიტის ფარგლებში მოამზადა საპროექტო წინადადება, რომელსაც 2010 წლის სექტემბრის თვიდან  გაეცნობიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდება პარტნიორი ქვეყნის(-ების) შერჩევა და საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული ღონისძიებების ერთობლივი განხორციელება.  
TWINNING - დაძმობილების საპროექტო წინადადება მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
1.    სამართლებრივი ჩარჩოს და შიდა საქმიანობის მეთოდების გაუმჯობესება;
2.   აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების უნარ-ჩვევების გაძლიერება;
3.  აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით საქმიანობის გაძლიერება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება.
პროექტის განხორციელების პერიოდი: დაიწყო 2011 წლის 1 სექტემბრიდან
პროექტის ბიუჯეტი: 1,200.000 ევრო