აღსრულების ეროვნული ბიურო 2010 წლის აგვისტო - 2013 წლის ივლისი
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრობლობის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის პროექტი. პროექტის მიზნებია:
 
  • სააღსრულებო მომსახურების შესახებ, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით პროფესიული ინფორმაციის გაცვლა;
  • აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარდაჭერა სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში;
  • სტრატეგიული დიალოგი და კონსულტაციები საერთაშორისო შეხვედრების და კონფერენციების ფორმატში.
პროექტი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
 
  • სააღსრულებო მომსახურების განვითარება;
  • აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მენეჯერული უნარ-ჩვევების განვითარება;
  • სააღსრულებო სისტემის თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.
პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე იგეგმება საბაზო კვლევის ჩატარება, რომლის შედეგადაც შემუშავდება და დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2010 წლის აგვისტო - 2013 წლის ივლისი
პროექტის ბიუჯეტი: 13,244.000 შვედური კრონი