ზურაბ სანიკიძე პროფესიით იურისტია. დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მაგისტრატურა  საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალობით დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ასევე წარმატებით დაამთავრა მეორე მაგისტრატურა საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით გაეროს საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების უნივერსიტეტში.
წარმატებით გაიარა მენეჯმენტის კურსები ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში.

გაირა საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებათა სამართლის სხვადასხვა კურსი სტრასბურგის რენე კასინის სახელობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში,  საერთაშორისო სწავლების ჟენევის უნივერსიტეტში, სისხლის სამართლის მეცნიერებათა უმაღლესი სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტში.   

2007 წელს მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
2008-2010 წლებში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე მართლმსაჯულების დეპარტამენტსა და გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თავისუფლებისა და თანასწორობის სამმართველოში.
2012 წელს მუშაობდა ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს სააპელაციო ინსტანციაში.
2010-2014 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მრჩევლად, ხოლო შემდეგ - დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
2014 წლიდან არის იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.

ასევე არის მოწვეული ლექტორი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (სალექციო კურსი: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი; ძალის გამოყენება და საერთაშორისო სამართალი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (სალექციო კურსი: ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპები საერთაშორისო სისხლის სამართალში).
გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო გამოცემებში. მონაწილოება აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებში, სემინარებში, ტრენინგებში, იმიტირებულ პროცესებში და სხვ.

არის სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.