ვასილ ჯანჯღავა -  პირველადი პროფესიით ფიზიკოსია, სხვადასხვა წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური და უცხო ენათა ფაკულტეტები, ასევე განათლება მიიღო გაერთინებული სამეფოს მენეჯერული აღრიცხვის სერთიფიცირებულ ინსტიტუტში.
 
მისი კარიერა დაიწყო უმცროსი ბუღალტრის თანამდებობით და მიაღწია უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიაში ფინანსთა და ადმინისტრაციულ საქმეთა მმართველის პოზიციას. შემდგომ პერიოდში ხელმძღვანელობდა მსხვილ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე მსხვილი სამშენებლო ინფრასტრუქტურული პროექტი.
 
2007-2013 წლებში ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაფუძნებულ სამშენებლო კომპანიას.
 
2013 წლიდან მუშაობდა გერმანულ საერთაშორისო საფინანსო-საკონსულტაციო კომპანიის - „GFA Consulting Group GmbH - პროექტების ფინანსური მართვის სპეციალისტად.
 
2014 წლიდან   მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსად.