თარიღი: 13 იანვარი 2005 00:00:00
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბათუმის №3 საპყრობილეში აკრძალული ნივთების ამოღების მიზნით ჩხრეკა ჩატარდა. ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ყველა საკანი და პატიმარი გაიჩხრიკა. შედეგად ამოღებულია 4 ცალი მობილური ტელეფონი, 2 ცალი ჯიბის საკეცი დანა, 2 ცალი თვითნაკეთი ბასრი საგანი და სხვადასხვა დასახელების მინის ჭურჭელი.
თარიღი: 13 იანვარი 2005 00:00:00
მთავრობის სხდომაზე მოიწონეს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო სიმბოლოების - გერბის, დროშისა და ჰიმნის - გამოყენების თაობაზე შესაბამისი ორგანული კანონებით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმის შემოღებას ითვალისწინებს. პროექტის მიღების შემთხვევაში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" სპეციალური, 199 პრიმა მუხლი დაემატება
თარიღი: 10 იანვარი 2005 00:00:00
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილეში მყოფი მსჯავრდებულებისაგან იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა დღეს თითის ანაბეჭდების აღება დაიწყეს. ამ პროცესს იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი დაესწრო, რომელსაც თითის ანაბეჭდები საკუთარი ინიციატივით აუღეს. თითის ანაბეჭდების ბანკი პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი იქნება და მისი მ
თარიღი: 10 იანვარი 2005 00:00:00
იუსტიციის სამინისტროს თბილისის №1 საპყრობილის საამანათოში დააკავეს 21 წლის ჰამლეტ ტ.-შვილი, რომელიც ეჭვმიტანილია საპყრობილეში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინის" შეგზავნის მცდელობაში. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის შაკო აბუსერიძის ინფორმაციით, 1. 812 გრ. „ჰეროინი" ღორის შებოლილ ხორცში იყო დამალული და პატიმარ გიგა ბალ
თარიღი: 10 იანვარი 2005 00:00:00
სამოქალაქო რეესტრის სისტემაში მუშაობის მსურველთათვის გამართულ ტრენინგში მონაწილეებს 25 დეკემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში ტესტირება ჩაუტარდათ, რომლის მიზანი ტრენინგის ეფექტურობის შეფასება იყო.თბილისის მასშტაბით არსებულ სამოქალაქო რეესტრის სამსახურებში ვაკანტურ თანამდებობებზე მუშაობის მსურველთათვის ორკვირიანი ტრენინგი ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ჩატარდა. მის ორგანიზებაში იუსტიციის
თარიღი: 07 იანვარი 2005 00:00:00
ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა დავითმა იუსტიციის სამინისტროს სასჯეაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის №1 დაწესებულების წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, რომელსაც პატიმრებთან ერთად იუსტიცის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი ესწრებოდა. „მინისტრის რანგში პირველ შობას ვხვდები და საჭიროდ ჩავთ
თარიღი: 06 იანვარი 2005 00:00:00
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილის საამანათოში 28 წლის ბადრი ჟ.-შვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მის მიერ საპყრობილეში მიტანილ ამანათში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილის შაკო აბუსერიძის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერება, 0.04 გრ. „სუბოტექსი" მოთავსებული იყო ამანათში ჩადებულ კ
თარიღი: 06 იანვარი 2005 00:00:00
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის №4 საპყრობილის საამანათო განყოფილებაში დააკავეს მოქალაქე ტარიელ ნ., რომლის მიერ საპყრობილეში მიტანილ ამანათში ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა" აღმოჩნდა. საეჭვო ნივთიერება საპყრობილის თანამშრომლებმა ამანათში, პოლიეთილენის პარკში მოთავსებულ ვაშლის ჯემში, თეთრ ქაღალდში შეხვეული აღმოაჩინეს. სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო-კრ
პირველი წინა 421 422 423 424 425 შემდეგი ბოლო