თარიღი: 31 იანვარი 2013 16:12:45
31 იანვარს,  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ  იუსტიციის მინისტრის მოადგილეები გოჩა ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბარამიძე, აგრეთვე - ვენეციის კომისიის წარმომადგენლები.დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს  მართლმსაჯულების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით პირველი  შთაბეჭდილებები 
თარიღი: 01 თებერვალი 2013 12:03:30
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, სსიპ იუსტიციის სახლმა მასშტაბური კვლევის ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. კვლევის მიზანი ელექტრონული პირადობის მოწმობებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების  შესწავლა  იქნება.კვლევა რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდით ჩატარდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.  გამოიკითხებიან ისინი, ვისაც ID ბარათი ჯერ არ აუღიათ, ბარათის აღებას კ
თარიღი: 01 თებერვალი 2013 17:56:00
2 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.ვიზიტის მიზანი   საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროცედურებისა და მექანიზმების გაცნობაა.„საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საქართველოში 2004 წლიდან მოქმედებს, თავისთავად ის  სწრაფი და ეფექტური მართლ
თარიღი: 01 თებერვალი 2013 18:59:23
1 თებერვალს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე  ბარამიძე,  შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ დამსაქმებელთა სხვადასხვა გაერთიანებებს შეხვდა. შეხვედრები, რომელსაც ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრებიც ესწრებოდნენ, იუსტიციის სამინისტროში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალექსანდრე ბარამიძე და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები საქ
თარიღი: 01 თებერვალი 2013 19:01:23
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე    პარიზში იმყოფება. დავით ჯანდიერი საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, რომელიც საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის პატრონაჟით ტარდება და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს ეძღვნება. საქართველოს წარმომადგენლების გარდა, მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი იურისტები და უფლებათადამცველები მონაწილეობენ.ღონისძიების ფარგლებში დავით
თარიღი: 05 თებერვალი 2013 16:31:51
5 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებში ითანამშრომლებენ. ასოციაცია დაეხმარება იუსტიციის სამინისტროს პროგრამაში ჩართულ სოციალურ მუშაკებს პროფესიული უნარ-ჩვევების გა
თარიღი: 05 თებერვალი 2013 17:56:59
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, სახელფასო დავალიანების ასანაზღაურებლად, რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს ეძებს. 2013 წლის 1 მარტიდან, ყოფილ თანამშრომლებზე, რომელთა მიმართაც 1998, 1999, 2000 და 2003 წლებში  სახელფასო დავალიანება არსებობდა,  კუთვნილი თანხის  გაცემა დაიწყება.დავალიანება გაიცემა  ყოფილი თანამშრომლის ან მისი სამართალმემკვიდრის განცხადების საფუძველზე. განცხადება სსიპ ს
თარიღი: 05 თებერვალი 2013 19:02:57
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პროექტში „ჩემი უფროსი მეგობარი" ჩაერთო. პროექტის ფარგლებში, თეა წულუკიანი არასრულწლოვან გოგონას დაუმეგობრდა. დღეიდან, იუსტიციის მინისტრი თავის უმცროს მეგობარზე მზრუნველობის ვალდებულებას იღებს. თავისუფალი დროის დეფიციტის მიუხედავად, პროექტის მონაწილე სხვა ბენეფიციარების მსგავსად, თეა წულუკიანი არასრულწლოვან მეგობარს პერიოდულად შეხვდება. მინისტრი და
1 2 3 4 5 შემდეგი ბოლო