თარიღი: 20 ნოემბერი 2015 17:24:01
20 ნოემბერს დაბა ლენტეხში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რიგით ოცდამეშვიდე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და რეჟისორი თეიმურაზ ბაბლუანი, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი; სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა