თარიღი: 29 ოქტომბერი 2009 20:55:11
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და რეჟისორ გიორგი კაკაბაძის მიერ გადაღებული ფილმის "საბჭოთა საქართველო" პრემიერა 29 ოქტომბერს კინოს სახლში გაიმართა. დოკუმენტური ფილმი "საბჭოთა საქართველო" შექმნილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ვიზუალური და წერილობითი ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე. ამასთან, ფილმი შეიცავს დადგმულ სცენებს და გაფორმებულია მხატვრული სადიქტორო ტექსტით.