თარიღი: 29 მარტი 2012 19:25:49
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, წმინდანად შერაცხული ამბროსი ხელაიას ხსნების დღეს  - 29 მარტს -  ეროვნულ საარქივო ფონდში მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის. ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1921-1927 წლებში იყო. მან ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა რუსეთის მიერ ს