თარიღი: 24 მარტი 2009 00:00:00
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ტერიტორიული სამსახურების საგარეჯოს ოფისები ერთ შენობაში - საგარეჯოს იუსტიციის სახლში განთავსდა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებას მოქალაქეები დღეიდან ერთ შენობაში მიიღებენ. ახალგარემონტებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ოფისი დღეს გაიხსნა. ღ