თარიღი: 20 მარტი 2015 13:35:03
იუსტიციის მინისტრმა ერაყის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა  გამართა. თეა წულუკიანმა და პოლინ ტომასმა საქართველო-ერაყის ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იუსტიციის მინისტრი და ერაყის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ხელს შეუწყობენ საქართველოსა და ერაყის იუსტიციის სამინისტროებს შორის მჭიდრო  ურთიერთთანამშრომლობას. 
თარიღი: 20 მარტი 2015 16:16:53
იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს გუნდი მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პარლამენტის მიერ ნინო გვენეტაძის არჩევას.თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე მჭიდროდ ითანამშრომლებს სამინისტროსთან მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების გზაზე და ერთიანი ძალისხმევით დანერგავენ რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეებს. თეა წულუკიანი, ასევე, მოხარულ