თარიღი: 21 იანვარი 2010 19:15:30
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონულ სისტემაში დღეიდან გორის ადგილობრივი არქივი ჩაერთო. ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დღეს გორში გამართა. "გორის მოსახლეობას ორ სიახლეს ვთავაზობთ. გორის არქივში მათ უკვე შეუძლიათ მიიღონ ცნობები ყველა იმ რაიონიდან, რომელიც ელექტრონულ პროგრამაშია ჩართული. ა