იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა

თარიღი: 15 აპრილი 2019
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და ოლენა სუკმანოვამ იუსტიციის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მიხეილ სარჯველაძემ სტუმარს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში გატარებულ რეფორმებს, რომლებმაც საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დემოკრატიის ხარისხი და ქვეყანას არაერთი წარმატება მოუტანა საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში. ოლენა სუკმანოვა საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება, რომელიც ევროკავშირის პროექტის -„EU4Justice“ ორგანიზებით დღეს, 15 აპრილს გაიხსნა. კონფერენციის თემა აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებია. უკრაინული დელეგაცია ერთ-ერთია იმ 15 ქვეყნის დელეგაციას შორის, რომელიც საქართველოს გამოცდილებას ეცნობა მართლმსაჯულების სფეროს წარმატებული რეფორმირების კუთხით. კონფერენცია ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება.