საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

თარიღი: 27 მარტი 2019
იუსტიციის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს ყოფილ პატიმართა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების, N2 და N11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რესოციალიზაციას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს, აღნიშნული სამიზნე ჯგუფისათვის არასასურველი ტატუს მოშორება, რათა მოხდეს მათი დაბრუნება საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად.
 
საგრანტო პროგრამის (#001-2019) – “ყოფილ პატიმართათვის, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთათვის, №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის ტატუს მოშორება“ - ფარგლებში შექმნილი საგრანტო საბჭომ განიხილა შემოსული განაცხადები და მიიღო გადაწყვეტილება:
 
 
ლოტი #
პროგრამის დასახელება / მიმართულება დაფინანსების ოდენობა გამარჯვებული ორგანიზაცია
 
 
 
„ყოფილ პატიმართათვის, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთათვის, №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის ტატუს მოშორება“  
 
48 548 (ორმოცდარვა ათას ხუთას ორმოცდარვა ლარი) ლარი
 
 
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“