კომერციული პალატების შექმნაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

თარიღი: 20 დეკემბერი 2017
თეა წულუკიანმა  ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენ ვმუშაობთ მართლმსაჯულების რეფორმის  მეოთხე ტალღაზე. ერთ-ერთ კომპონენტზე გავამახვილებ ყურადღებას − და ეს არის თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიჰყავს. ჩვენ ვფიქრობთ საერთო სასამართლოსთან ერთად, რომ კომერციული პალატები შეიქმნას არა სადმე გარეთ, პარალელური სისტემის სახით, არამედ საერთო სასამართლოების სისტემაში. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან კარგად ინვესტორთა საბჭოსთან, ევროპულ ბანკსა და სხვა დონორებთან ერთად იმისათვის, რომ ჩვენ ევროპული სტანდარტის კომერციული პალატები გვქონდეს და ბიზნესსექტორს მიეცეს ბიზნესდავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის საშუალება“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.