თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტების შესახებ

თარიღი: 20 დეკემბერი 2017
იუსტიციის მინისტრმა ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და უწყების ძირითადი პრიორიტეტები გამოყო.

„ჩვენი პრიორიტეტები იყო და იქნება მომავალში ის, რაც აძლიერებს სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით. ეს არის ახალი კანონები, განვითარება, ინსტიტუციური დემოკრატიის კანონებით მშენებლობები, ინფრასტრუქტურული, იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ხალხთან ახლოს, მათ შორის, სოფლად, და სოფლად გაიცეს სერვისები, ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის; და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ინტერესების დაცვა, მათ შორის, სახელმწიფოთა შორის დავებზე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის გამოძიება, რომ ჩვენ აგვისტოს ომის საქმეზე ვაჩვენოთ, რომ ჩატარდა ეთნიკური წმენდა და  ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილ იქნა სხვა დანაშაულები; და, ასევე, მრავალი სხვა ის რეფორმა, რაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის მეორე პლანზე, მაგრამ სინამდვილეში მოქალაქისთვის პირველ პლანზეა - იქნება ეს ნოტარიატი, სასამართლო გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულება და მრავალი სხვა, თუნდაც, ყოფილი პატიმრებისთვის გრანტების პროგრამების გაგრძელება, რათა მათ შეძლონ, ფეხზე დადგნენ ფინანსურად და საკუთარი ოჯახი არჩინონ“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.