თეა წულუკიანი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

თარიღი: 10 ნოემბერი 2017
იუსტიციის მინისტრი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს.  ფორუმზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პლატფორმაზე საქართველოს წარმატების შესახებ. საქართველოს წარმატება „OGP“-ზე იმით დადასტურდა, რომ ქვეყანას აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა მიმდინარე წლის სექტემბერში გადმოებარა.
 
„დემოკრატიის გლობალურ ფორუმზე ჩვენ, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანას, გვაქვს პატივი, გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები სხვა ქვეყნებს კიდევ ერთხელ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ოკუპაციის, ომის, კონფლიქტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი მაინც არის ღია და ძლიერი მთავრობა, რადგან ის უსმენს თავის საზოგადოებას. ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ უნდა იბრძოლოს მსოფლიომ იმის წინააღმდეგ, რაც გამოიკვეთა; რომ არის გამოწვევა − ეს გახლავთ უნდობლობა ინსტიტუტებისადმი, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, არასამთავრობო სექტორისადმი, მედიისადმი, ბიზნესსექტორისადმი, რაც ყველა ქვეყანას აწუხებს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. 
 
მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს „OGP“-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტებიც გააცნო.
 
დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი სტრასბურგში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით იმართება.