თეა წულუკიანი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე გაემგზავრა

თარიღი: 09 ნოემბერი 2017
იუსტიციის მინისტრი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე სტრასბურგში გაემგზავრა.  მინისტრი ფორუმზე სიტყვით ხვალ გამოვა და ყურადღებას გაამახვილებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პლატფორმაზე საქართველოს წარმატების შესახებ. საქართველოს წარმატება „OGP“-ზე იმით დადასტურდა, რომ ქვეყანას აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა მიმდინარე წლის სექტემბერში გადმოებარა. ამასთან, მინისტრი ფორუმის მონაწილეებს „OGP“-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტებსაც გააცნობს.
 
დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი სტრასბურგში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით იმართება.