იუსტიციის სამინისტროს ყაზახეთის დელეგაცია ეწვია

თარიღი: 01 მაისი 2017
იუსტიციის სამინისტროს ყაზახეთის დელეგაცია ეწვია. გოჩა ლორთქიფანიძემ თავისი კოლეგა,  ყაზახეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ზაურეშ ბაიმოლდინა, მიიღო.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივ ურთიერთობებზე. ყაზახეთის დელეგაცია  კანონშემოქმედებითი საქმიანობისას იუსტიციის სამინისტროს მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. დელეგაციას მიეწოდა ინფორმაცია  იუსტიციის სამინისტროს მიერ ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისთვის განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოების შესახებ. 

მხარეებმა ისაუბრეს იუსტიციის სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე, ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.