იუსტიციის მინისტრმა ბრიტანეთის ელჩი მიიღო

თარიღი: 15 თებერვალი 2017
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის ოთხივე მოადგილე ესწრებოდა.

თეა წულუკიანი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა სტუმარს მოადგილეები წარუდგინა და მათი პასუხისმგებლობების სფეროები გააცნო.
ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოში ბრიტანეთის ელჩად 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა.