იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

თარიღი: 15 დეკემბერი 2016
იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა.

საბჭოს წევრებმა ტრეფიკინგთან ბრძოლის სამომავლო ამოცანები განიხილეს და ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2017-2018 წლების, სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის, აგრეთვე, სამოქალაქო პლატფორმის შექმნის თაობაზე ამ დანაშაულთან  ბრძოლის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობისათვის.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს  წარმომადგენლები.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის  საკოორდინაციო საბჭო საუწყებათაშორისო ორგანოა, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა,  დანაშაულის პრევენცია, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის უზრუნველყოფა. საბჭო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, ტრეფიკინგის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ის მონიტორინგს უწევს, აგრეთვე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში წარმატებული საქმიანობის შედეგია ის, რომ მიმდინარე წელს აშშ-ი სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით საქართველოპირველ კალათაშიასახელმწიფო აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანად საბრძოლველად.