იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

თარიღი: 29 ნოემბერი 2016
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში არგენტიან საბადოშთან.  შეხვედრას ესწრებოდა „IOM“-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი  ილიანა დერილოვა.
 
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს ის აქტივობები გააცნო, რომელთაც მიგრაციის სამთავრობო კომისია ახორციელებს და რომელთა მიზანი მიგრაციის კუთხით საქართველოს  არსებულ გამოწვევებზე რეაგირებაა. გოჩა ლორთქიფანიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რაც იუსტიციის სამინისტროსა და სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქვთ.
 
იუსტიციის სამინისტროში შეხვედრის გამართვის ინიციატივა „IOM“-ის რეგიონულ დირექტორს ეკუთვნის. არგენტიან საბადოში საქართველოში 28 ნოემბერს ჩამოვიდა და იმ სამინისტროების ხელმძღვანელ პირებთან გეგმავს შეხვედრებს, რომლებთანაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობის გამოცდილება აქვს.